თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა, გართულდა სატრანსპორტო მიმოსვლა, მუნიციპალიტეტის სოფლები და ქალაქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. პრობლემებზე საუბრობენ გამოკითხული რესპოდენტები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებენ.რესპოდენტების უკმაყოფილების მიზეზს ვერ ხედავენ ქალაქის მერიაში, უწყებაში განმარტავენ, რომ “ზოგადად შეფერხებები არ დაფიქსირებულა, არც ცხელ ხაზზე შემოსულა ინფორმაცია, ტექნიკური მარილი იყრებოდა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში და გზები ინტენსიურად იწმინდებოდა“. თოვლმა დააზიანა მწვანე ნარგავები, პრობლემებია შიდა გზებზეც, რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, ყველაზე დიდი პრობლემა მაღალმთიან სოფლებში დაფიქსირდა. ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ყველა უბანზე აღგდენილია ელ.ენერგიის მიწოდება. ლიპყინულისა და თოვლის გამო ჯერჯერობით ავტომანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. ზუგდიდში დღეს თოვა არ გაგრძელებულა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება, ხოლო 3 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
მთავარისიახლეებისაზოგადოებათოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა (Video)
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა (Video)
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...