მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი თბილისშია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი თბილისშია

Published on

გუშინ, გვიან ღამით თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი ჩამოვიდა.
 
დღეს დილით იგი უკვე შეხვდა  საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ  გამართულ ერთობლივ  პრესკონფერენციაზე მან  აღნიშნა ,,პროგრესი, რომელსაც  საქართველომ მიაღწია  ბოლო წლების განმავლობაში''.
 
„ჩვენ ვუერთდებით თქვენს საერთო პოლიტიკას, რომ შეიქმნას მყარი სახელმწიფო და ასევე ჰქონდეს კარგი უსაფრთხოების პოლიტიკა გარე სამყაროსთან ურთიერთობის. მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭოს საშუალება აქვს მხარი დაუჭიროს ამ რეფორმის პროცესს მრავალმხრივ. ჩვენ ფოკუსი გვაქვს ისეთ მხარეებზე, სადაც შეგვიძლია შევასრულოთ დადებითი როლი რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმირების მხრივ, ასევე სხვა სფეროებში. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან, რაც ყველაზე მეტად პატივსაცემი ორგანოა მსოფლიოში“, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.
მანვე აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაპლურალიზმი.
 
ვიზიტის ფარგლებსი იგეგმება ევროსაბჭოს გენმდივნის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან  და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებთან.
 
შეხედრებზე  განიხილება 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან მიმართებით;
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის ზონებში ევროპის საბჭოს ჩართულობაზე.
ვიზიტის ფაგლებში გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი იქნება სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატთა ჩავარდნა .
 
"ევროსაბჭო და საქართველოს მთავრობა წარმატებით თანამშრომლობს, ხელისუფლებასთან შეხვედრებზე მთელი რიგი საკითხების განხილვაა დაგეგმილი, სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ და სხვა საკითხებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი დადებითი შედეგით დასრულდება," – აცხადებს ტორბიონ იაგლანდი. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...