მთავარისიახლეებიკონფლიქტებისეპარატისტული აფხაზეთი საგონებელშია: რა დგას ნაბაკევში ქართველების მიერ გამართული აქციის...

სეპარატისტული აფხაზეთი საგონებელშია: რა დგას ნაბაკევში ქართველების მიერ გამართული აქციის უკან?

Published on

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელშიც 120 (ზოგიერთი მონაცემით, 200 – მდე) გალში მცხოვრები ქართველი მონაწილეობდა, აფხაზეთში ოფიციალურ პირთა და საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილის მკვეთრი რეაქცია მოყვა.
 
რამდენადაც ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მიერ ჩატარებული პირველი მასშტაბური აქცია, იგი აღქმულ იქნა, როგორც ქართული მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილებისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის დასაწყისის სიგნალი. და ეს მაშინ, როცა აფხაზური პროპაგანდა  ინტენსიურად ცდილობს შექმნას სურათი, რომ გალში ქართველები შესანიშნავად გრძნობენ თავს და უფრო მეტიც,  საკუთარ აფხაზურ ძირებს  უბრუნდებიან, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს   მათ ნებაყოფლობით გამოსვლამდე ,,საქართველოზე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დამოკიდებულებიდან ''. 
 
აქციას  ე.წ.  აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მუჰამედ კილბას შემდეგ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაიაც გამოეხმაურა. მისი  თქმით,  როგორც კი აქციის შესახებ გახდა ცნობილი, მასთან ერთად ადგილზე მივიდნენ გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი თემურ შენგელია და  შინაგან საქმეთა გალის განყოფილების თანამშრომლები. 
 
,,მომიტინგეებმა განგვიცხადეს, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი მიმოსვლა აქვს  საზღვარზე და საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა ურთულეს პრობლემას უქმნით, მათი თქმით,   – იძულებული ხდებიან ძალიან შორი გზა მოიარონ, რომ ერთადერთ დარჩენილ პუქტამდე – ენგურის ხიდამდე მიაღწიონ. – წერს თემურ ნადარაია.  – ჩვენ ავუხსენით მათ, რომ ასეთი საკითხები მსგავსი მეთოდებით ვერ გადაწყდება, როგორც იქნა, დაგვიჯერეს და გზა გახსნეს, ავტობუსებისა და სხვა მანქანების მოძრაობა აღდგა, ერთ საათში მომიტინგეებიც დაიშალნენ.
 
თემურ ნადარაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ხაჯიმბას წინაასააარჩევნო დაპირება, რომელიც მდინარე ენგურზე გამავალ სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სიტუაციასა და მისი გაუმჯობესების საკითხებს ეხებოდა, 90 პროცენტით შესრულდა. 
გადაწყვეტილება ყველა საკონტროლო – გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ , გარდა ერთისა – ენგურის ხიდზე მოქმედი პუნქტისა, თავად მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნებს ემყარებოდა. მთავრობას 2 წელიწადნახევარი დასჭირდა დანაპირების  შესრულებისათვის. 153 მილიონი რუბლი დაიხარჯა იმაზე, რომ გალელებისათვის უფრო მოხერხებული გამხდარიყო სკპ ,,ენგურამდე’’ მისვლა – შეკეთდა გზა , გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სხვადასხვა სოფლებიდან ენგურის ხიდამდე  მოძრაობს, ამასთან გაზრდილია  პუნქტ ,,ენგურის’’ გამტარუნარიანობა, ასე, რომ დღეს უკმაყოფილებას ძირითადად გამოთქვამენ ისინი, ვინც ჩართული იყო კონტრაბანდაში და არალეგალურ ბიზნესს ეწეოდა.''  
 
რაც უნდა ილაპარაკონ აფხაზეთის ადმინისტრაციაში , ნაბაკევის აქციის არსი და მოტივაცია ცდება ყოფითი პრობლემების წრეს  – ამიტომ მოყვა ამ აქციას აფხაზი ბლოგერების აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებშიც.  ,,მათთვის არ შეიძლება აფხაზეთის მოქალაქეობის მიცემა – ერთ დღეს ადგებიან და დაიწყებენ აქციებს საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით  – ისინი არასოდეს დადგებიან ჩვენს მხარეს'' – წერს ერთერთი აფხაზი ბლოგერი.
 
 
შეგახსენებთ, 25 იანვარს სოფელ ნაბაკევში საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან შეკრებილმა ადამიანებმა  სამანქანო გზა გადაკეტეს. ასე გააპროტესტეს მათ მარიონეტული ხელისუფლების  გადაწყვეტილება ამ პუნქტის დახურვის შესახებ.იმავე დღეს კიდევ ერთი საპროტესტიო აქცია გაიმართა ენგურის ხიდთან.
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...