მთავარისიახლეებისაზოგადოებაუამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისი გადაიდო. საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისი გადაიდო. საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

Published on

უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისის შესრულება გადაიდო.
 დღეისათვის მხოლოდ ერთი რეისი – ბათუმი-სტამბოლი იყო დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის გამო, გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, ფრენები ხვალ აღდგება. 
ამ დროისთვის აჭარაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღლობში 25 სანტიმეტრს, ზღვისპირას კი 2 სანტიმეტრს აჭარბებს. 
 
საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
ასეთივე  შეზღუდვებია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე,   მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სიახლეები

გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს; წაართვა მობილური და გაიტაცა კამერა – ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა...

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...