მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება უარს ამბობს ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობაზე

ხელისუფლება უარს ამბობს ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობაზე

Published on

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მომავალ სამიტში  – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით,  ეს  ნატოს შიდა და ნაკლებად მასშტაბური სამიტი იქნება და მასში საქართველოს მონაწილეობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მცირე ხნის წინათ ასეთივე განცხადება გააკეტა თავდაცვის მინისტრმაც. 
 
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა. 
,, ნაციონალური მოძრაობის''  წევრების თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები და განცხადებები არადამაჯერებელია.
„საქართველოს ხელისუფლებას იმისთვისაც უნდა ებრძოლა, რომ ზოგადად სამიტზე ყოფილიყო საქართველოს საკითხი დღის წესრიგში. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურობაზე და მე ვფიქრობ, დღითიდღე ნათელი ხდება რეალურად საით აქვს გეზი აღებული ივანიშვილის ხელისუფლებას,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
 
ფრაქციის ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სამიტში მონაწილეობა კარგი შანსი იყო  ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უგულვებელყო ეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი  ცდილობს მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის დისტანცირება ევროსტრუქტურებისა და ნატოსგან.
„ ჩვენი მიდგომა ნატოს მიმართ და ნატოში ინტეგრაციის მიმართ აშკარად შეცვლილია და როგორც  ხელისუფლება მიყვება მიმართულებას, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ უნდა იდგეს ,  როგორც არაერთხელ განუცხადებია ეს. “ – ამბობს გიორგი ტუღუში.
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...