მთავარისიახლეებიპოლიტიკაბასილაიამ ფაქტებით დამიმტკიცოს ის რაზეც წერს.2012 წელს მე თუ მილებს ვიპარავდი რატომ...

ბასილაიამ ფაქტებით დამიმტკიცოს ის რაზეც წერს.2012 წელს მე თუ მილებს ვიპარავდი რატომ არ დამიჭირა შონიამ სამხარეოს უფროსი ხომ იყო ? ლალი ანთია გუბერნატორსა და სააგენტო smo news-ს უპირისპირდება (Video)

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ერთ-ერთი ლიდერი ლალი ანთია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და სააგენტო smo news-ს უპირისპირდება. ანთიამ ამ საკითხს დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც თქვა რომ დაპირისპირება მასსა და ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთ „ალიაში“  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე მისი ინტერვიუ დაიწერა.“ლევან შონიას დავუპირისპირდი „ალიას“ მეშვეობით, ვთქვი, რომ ის არის კონტრაბანდისტი, არის მექრთამე,  მოღალატე, მან 90-იანი წლები დააბრუნა ზუგდიდში.თხილის ბიზნესი ამის ხელშია, ხე-ტყის ბიზნესი ამის ხელშია.მან სცადა ჩვენი ოჯახის განადგურება.მე ფაქტების გარეშე საუბარი არ მიყვარს, მილები რომ ამოიღეს 2012 წელს, თვითონ იყო პოლიციის უფროსი და სად იყო მაშინ, მე თუ ვქურდობდი რატომ არ დამიჭირა? მე იქ არაფერ შუაში არ ვარ, იქ შუაშია ლევან შონია,  მან მე სხვა საკითხზე დამიჭირა, მომიშორა . ხოლო რაც შეეხება მალხაზ ბასილიას, მის წინააღმდეგ სარჩელი შემაქვს სასამართლოში, ფაქტებით დამიმტკიცოს ის, რაზეც წერს, მის სააგენტოს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. „- აცხადებს ლალაი ანთია, მისივე თქმით, ორშაბათს ის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ლალი ანთიას ბრალდებებს smo news-ის რედაქტორმა უპასუხა, მალხაზ ბასიალაია ამბობს,რომ სააგენტოზე მიმდინარეობს ჟურნალისტური გამოძიება   ანთიას თაღლითურ საქმიანობებზე და მალე ფილმიც დაიდება სახელწოდებით „თაღლითი ქალი სამეგრელოდან“. ის მე ხშირად მხვდებოდა, მიწვევდა მას უნდოდა სააგენტოს გახსნა და რედაქტორად ვუნდოდი მე, მეუბნებოდა, რომ უნდა გაგვეკეთებინა შავი მასალა თანამდებობის პირებზე და ვაკეთოთ ფულიო. მან ჩემთან დაასახელა პიროვნება რომელიც ამ სააგენტოს უკან იდგა, ეს არის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე. რაზეც მე რა თქმა უნდა არ დავთანხმდი. მე მაქვს ყველა დამადასტურებელი ფაქტი, უბრალოდ, არიან რესპოდენტები, რომლებსაც არ უნდათ საკუთარი ვინაობის გამხელა, თუმცა ისინი მზად არიან სარჩელი შეიტანონ ლალი ანთიას წინააღმდეგ.მე თავადაც ვარ მოწმე იმისა თუ რა თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა ლალი ანთია.“- განაცხადა მალხაზ ბასილაიამ. ლალი ანთიას ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაშიც უპასუხეს. „ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ის, რაც დღეს ლალი ანთიამ ილაპარაკა მიზნად ისახავს  გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას“- განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...