მთავარისიახლეებიპოლიტიკავიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

Published on

კიევის სააპელაციო სასამართლომ  ქართველი ოფიცერი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მისი განთავისუფლების საკითხი სავარაუდოდ გადაწყდება  3 თებერვალს, როცა დღეს გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. 
 
ამ გადაწყვეტილებას  გამოცხადების შემდეგ შეფასება გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესზე მივიდა.  , მან სამრცხვინო უწოდა ვიცე პოლკოვნიკის პატიმრობაში ყოფნას. 
 
„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის, რა შუაშია გია ცერცვაძე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – ან საუბარში .
 
რუსთავი 2-თან კომენტარი გია ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამაც   გააკეთა. 
 
„სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება ცუდად მოქმედებს მის ,ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და მისი დაცვის  პერსპექტივაზეც,  რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ,“ – განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
 
მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოყვა. დარბაზში და დარბაზს გარეთ იმყოფებოდნენ  გია ცერცვაძის  ქართველი თანამებრძოლები, ასევე უკრაინელი სამხედროებიც.
 

დღეს სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...