მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს დადგენილებას ხელს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე აწერს- "გურიის მოამბე"

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებას ხელს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე აწერს- “გურიის მოამბე”

Published on

“გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, შეიმუშავეს დადგენილებები, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.ერთ-ერთ დადგენილების პროექტში, რომელიც 2017 წლის იანვრით თარიღდება და ქალაქ ოზურგეთის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცებას ითვალისწინებს, შემდეგს ვკითხულობთ:საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:მუხლი 1. დამტკიცდეს ქ. ოზურგეთის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულება-დანართის შესაბამისად.მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2017 წლის პირველი თებერვლიდან.ზუგდიდის საკრებულოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ხელს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე აწერს.ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ შესაძლოა გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულოს ნაცვლად მიიღოს- წერს "გურიის მოამბე"

წყარო" გურიის მოამბე"

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=22544

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...