მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ თქვა ვანო მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი?

რატომ თქვა ვანო მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი?

Published on

მას შემდეგ, რაც  ვანო მერაბიშვილმა ოფიციალურად თქვა უარი ,,ნაციონალური მოძრაობის'' გენერალური მდივნის პოსტზე, რომელც მას პარტიის ყრილობამ უპირობოდ   შეუნარჩუნა მის მიერ პოზიციის დაფიქსირებამდე , სოციალურ ქსელსში ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე გამოითქმის სხვადასხვა მოსაზრება მისი მოტივაციის შესახებ. ამ ფრთხილად გამოთქმულ ვარაუდებს შორისაა ისიც, რომ ვანო მერაბიშვილმა ეს არჩევანი ,,ევროპული საქართველოს'' ანუ უგულავა – ბოკერიას გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, და ისიც, რომ პოლიტპატიმარი გარემოების მზევალია და აქტიურად ვერ ჩაერთვება შიდაპატიულ დაპიერისპირებაში 9 ის პოლიტპატიმარია, ჩვენ არ ვიცით, რამდენად არის ინფორმირებული ის ამ პროცესებზე ან რა ზეწოლას განიცდის სხვადასხვა მხრიდან – ასე ეხმაურება ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას. 
 
ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის ვარაუდს გამოთქვამს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი:
,,ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის, ის იყო ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” – განაცხადა მან ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი''
 არსებობს ორი ვარიანტი, რის გამოც მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა: პირველი ის, რომ ორივე ფლანგში მეგობრები ჰყავს ან ის, რომ მას შესაძლოა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება აღარ სურს.
 
”ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილმა არჩია პოზიცია, როდესაც არც ერთ მხარესთან არ უნდა ასოცირება და უნდა ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ეს პროცესი რთული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდამჭერები ითხოვდნენ მისი, როგორც გენერალური მდივნის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას. მე ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის. ის იყო ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ ეტაპზე, როდესაც პარტიას გამოეყო გარკვეული ჯგუფი და ცალკე დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სურთ, ალბათ არ უნდა, რომ ასოცირდებოდეს რომელიმე მხარესთან, რადგან ორივე მხარეს მას ჰყავს მეგობრები. მეორე მხრივ შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმითაც, რომ მას შეიძლება აღარ სურს სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...