საქართველოს ექსპრეზიდენტი, საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ვიცე – პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გიორგი ცერცვაძე მამაცურად იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ 2008 წელს და, როგორც კი დაიწყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ასეულმა ქართველმა მოხალისემ, თავი ვალდებულად ჩათვალა ჩამოსულიყო და დაეცვა უკრაინა. – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე – გია მონაწილეობდა დონბასში ჩატარებულ მრავალ საიდუმლო ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით უკრაინის სპეცრაზმის ასისტენტი გახდა.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, ძალიან არ უყვარს უკრაინის დამცველი ქართველი მეომრები, ბევრი მათგანის წინააღმდეგ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კი ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს გადასცეს ცერცვაძის პერსონალური მონაცემები, რამაც რუსეთს მისთვის მკვლელობის ფაბრიცირებულ საქმეში ბრალის დადებისა და ძებნის გამოცხადების შესაძლებლობა მისცა. ეს არის მოსკოვის ჩვეული პრაქტიკა, რომელიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი უკრაინაში.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია უკრაინის პოლიციის მიერ მოსკოვის მოთხოვნით დაკავებული ქართველი ვიცე–პოლკოვნიკის რუსეთში ექსტრადიციის საკითხის განხილვის დაწყება.
მისი თქმით, კიევის სასამართლომ ოფიცრის გადაცემის საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე იგი პატიმრობაში დატოვა. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ, თუკი წარადგენს ცნობას, რომ ნამდვილად მონაწილეობდა АТО – ში, მგრამ უკრაინის უსაფრთხოების საბჭო უარს ამბობს ამ ცნობის გაცემაზე იმის მომიზეზებით, რომ ოპერაციები, რომელშიც გია ცერცვაძე მონაწილეობდა, საიდუმლო ხასიათს ატარებს.
მიხეილ საკაშვილი წერს:
მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას: თავს ნუ ირცხვენთ! არსებობს ძველი კაზაკური ტრადიცია არ გადასცენ არაკეთილმოსურნეს დევნილები, მით უფრო მეომრები. განა დადასტურებული ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გია ცერცვაძე რუსეთ– საქართვლოს ომში მონაწილეობდა საკმარისი მიზეზი არ არის იმისათვის, რომ არ გადასცენ იგი მტერს, რომლის ხელში პუტინის რეჟიმისათვის საძულველი ამ ადამიანის სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება.
უკრაინის აღმოსავლეთში უკვე ათი ქართველი მოხალისე დაიღუპა, კიდევ ორი მაიდანის ციურ ასეულს შეუერთდა. მათ იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ და რისკავდნენ. მე შევხვდი შვიდი დაღუპული მეომრის ოჯახის წევრებს და თითოეული მათგანი მიდასტურებდა ჩვენი გმირების მაღალ მოტივაციას. საქართველოსა და უკრაინის ეს პატრიოტები აქ სახელისა და დიდებისათვის არ ჩამოსულან, მაგრამ ალბათ ასეთ შავ უმადურობასაც ვერ წარმოიდგენდნენ ხელისუფლებისგან.
დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ზუსტად ასე მოექცევა უკრაინელ გმირებს. თუ სახელმწიფო არ იცავს თავის დამცველებს, რომელი დამცველი დაიცავს მას ბოლომდე?
მოვუწოდებ უკრაინის პრეზდენტს დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ საქმეში და იხსნას ხელისუფლება უდიდესი სირცხვილისაგან! ასეთ შემთხვევას ჰქონია ადგილი ლიტვაში, სადაც რუსეთის მოთხოვნით დააკავეს მოსკოვისათვის ასევე მიუღებელი სხვა ქართველი ოფიცერი, მაგრამ ლიტვის ერთერთ ხელმძღვანელთან მისი ინფორმირების მიზნით განხორციელებული ჩემი სატელეფონო ზარის შემდეგ იგი სულ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
მივმართავ პრეზიდენტ პოროშენკოს – მიბაძოს ლიტვის ხელისუფლებას და, ამასთან, თუნდაც მცირედით დარჩეს გეტმანთა ტრადიციის ერთგული – წერს მიხეილ სააკაშვილი.