მთავარისიახლეებიმსოფლიოწყალდიდობა თურქეთში

წყალდიდობა თურქეთში

Published on

 8 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა  თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ართვინში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად.

ართვინის პროვინციის გუბერნატორის ქემალ ჯირითის განცხადებით,  ორშაბატს 12 საათიდან ართვინის სანაპირო ქალაქებში კოკისპირული წვიმა მოვიდა, რასაც წყლების ადიდება და მეწყერი მოჰყვა.  მოვარდნილმა წყალმა მოგლიჯა ხეები, დატბორა ქუჩები და წყალი სახლებში შევარდა . პროვინციის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ, მეწყერმა  განსაკუთრებით ხოფა დააზარალა, დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ აქაური მკვიდრია, არის მსხვერპლი კიდევ სამ სოფელში. ამ დრომდე ეძებენ სამ ადამიანს.  ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.


 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...