ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტები იცავენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი უფროსის მაია ღურწკაიასა და კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსის ქეთო ტაბაღუას სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო.მოსარჩელე მხარე გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას ითხოვს.ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.დღევანდელ სხდომაზე მხარეებს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მორიგება შესთავაზა, თუმცა გამგეობის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ, ნათია ჩიტაიას თქმით, ამ ეტაპზე გამგეობაში ვაკანსიები არ არის.გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.