დღეს ანაკლიაში 100–მდე მონადირე შეიკრიბა და აქცია გამართა. მონადირეები გადამფრენ ფრინველზე ნადირობის სეზონის დასრულებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ. ნადირობის უფლების მოთხოვნით ანაკლიაში დღეს 100-ზე მეტი მონადირე შეიკრიბა. მონადირეები ამბობენ, რომ პრობლემა წლებია მოუგვარებელია და დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართს შესაბამის უწყებებს, თუმცა არაფერი შეცვლილა.ისინი ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვის რეინჯერისგან პასუხს ითხოვდნენ.გოჩა გერლიანი განმარტავს, რომ მონადირეებმა პრობლემის მოგვარება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უნდა სცადონ.აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას იმართავენ. კანონის თანახმად კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.