მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯობს, თავიანთი რესურსები არ დახარჯონ იმაზე, რომ აეროპორტებსა და ტუალეტებში მდიონ...

ჯობს, თავიანთი რესურსები არ დახარჯონ იმაზე, რომ აეროპორტებსა და ტუალეტებში მდიონ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

რაც უფრო ძლიერდება მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი და ზეგავლენა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უფრო მძაფრდება  ბრძოლა მის წინააღმდეგ  უკრაინის ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული მედიის მხრიდან.
 
მიხეილ სააკაშვილის მიწვევას აშშ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მასთან დაპირისპირებულ ძალებზე შოკური ეფექტი მოახდინა, რადგან  სავსებით საფუძვლიანად აღქმულ იქნა როგორც მისი მნიშვნელოვანი  საერთაშორისო კავშირებისა  და მსოფლიო პოლიტიკასი ერთერთ  მძიმეწონიან ლიდერად აღიარების დემონსტრაცია.  
 
სააკაშვილის მიწვევას ინაუგურაციაზე რუსეთისა და უკრაინის პრორუსულ და ხელისუფლებას დაქვემდებარებულ  მედიაში მის წინააღმდეგ მძაფრი კამპანია მოყვა. ჯერ იყო და ცდილობდნენ თვით მიწვევის, როგორც ფაქტის უარყოფას, შემდეგ მიწვევის ,,ჩაწყობის" ,,მხილებას'' , შემდეგ  მიწვეულის არაპრეზენტაბელურობის მტკიცებას მრავალსაათიანი ფრენის შემდეგ აეროპორტში თავისუფალი ჩაცმულობით ,,გამოჭერილი'' ლიდერის ფოტოებით ( ერთერთ მათგანს, სადაც აშკარად ნამძინარევ  მიხეილ სააკაშვილს აჩაჩული მაისურიდან ღიპი უჩანს, გახარებული ყიჟინა მოყვა ქართულ მედიაშიც),  ახლა კი  ვრცელდება ფოტოკადრები, რომელზედაც იგი ეულად, ინაუგურაციის შემდეგ დაცარიელებული ზონის გარეთ დგას, ფოტოს თან ერთვის ,,ზაუმური'' ტექსტი, რომ ,,მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტრამპმა მიიწვია,  დაცვამ ინაუგურაციის ტერიტორიაზე არ შეუშვა''. 
 
მიხეილ სააკაშვილი მთელ ამ კამპანიას მშვიდად და აუღელვებლად პასუხობს.
 
,,ჩვენ ვთავაზობდით უკრაინულ ტელეარხებს გაეშუქებინათ ჩემი მონაწილეობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, მაგრამ უარი მივიღეთ.
სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი ახდენს  რუსული კავშირების მქონე ხალხის მიერ გადაღებული ფოტოების ტირაჟირებას, სადაც  ცერემონიის ადგილის გასასვლელში ველოდები ჩემი ჯგუფის გამოსვლას ტერიტორიიდან.  უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან. 
მე არაფრის მტკიცება და მოყოლა არ მჭირდება. ! – წერს იგი  თავის ფეისბუქგვერდზე.
 
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მქონდა კონტაქტები ტრამპის გუნდთან, რომელთაგან ბევს პირადად ვიცნობ, და კვლავაც  ვაპირებ ინტენსიურ თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან ამ ადმინისტრაციაში, რაც უნდა ხმებს ავრცელებდნენ ჩვენი მტრები. 
ხან მიპარვით გადამიღებენ აეროპორტში , ხან ცერემონიის ადგილის გასასვლელში და ათასგვარ სისულელეს თხზავენ . ყველაფერი ეს ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მტრებს ჩვენი ეშინიათ.
შეუძლიათ გაააგრძელონ ეს მონაჩმახი, მე გავაგრძელებ მუშაობას ყველა ჩვენს პარტნიორთან და მეგობართან იმისათვის, რომ გავაძლიერო უკრაინის საერთაშორისო კავშირები. აჯობებდა, თავიანთი რესურსები ქვყნის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე მიემართათ და არა იმაზე, რომ  აეროპორტებსა და ტუალეტებში მდიონ.
 
მე არ მჭირდება სპეკულირება ჩემი საერთაშორისო, პირადი,  მეგობრული კავშირებით ჩვენი მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი ბრძოლის ველი არის უკრაინა და უკრაინული პოლიტიკა, რომელსაც მალე ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას ჩაბღაუჭებულ ბარიგებს''. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...