მთავარისიახლეებიმსოფლიოსასკოლო ავტობუსის ავარია იტალიაში. მსხვერპლი დიდია

სასკოლო ავტობუსის ავარია იტალიაში. მსხვერპლი დიდია

Published on

55 ადამიანი, ძირითადად 14 – 18 წლის მოზარდები იმყოფებოდნენ სასკოლო ავტობუსში, რომელსაც საზარელი ავარია შეემთხვა იტალიაში. ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 39 კი დაშავდა. არის საშიშროება მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. 
შემთხვევა გვიან ღამით ქალაქ ვერონაში მოხდა, როცა  მოზარდები საფრანგეთის სამთო კურორტიდან  უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდებოდნენ –  ავტობუსი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. 
ავარიის მომენტში მგზავრების ნაწილი ჩამსხვრეული საქარე მინიდან გამოცვივდა, დანარჩენები კი ავტობუსში ჩარჩნენ და ცეცხლიდან ვერ გამოაღწიეს.  
პოლიციის განცხადებით, დგინდება მიზეზი თუ რატომ დაკარგა მძღოლმა ავტობუსის მართვის კონტროლი, სავარაუდო მიზეზებად სახელდება მძღოლის გადაღლა ან  გულის  შეტევა 
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...