მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძის რეკომენდაცია: კინწისკვრით გააგდეთ მოძრაობიდან ადამიანი, ვისაც შეამჩნევთ სურვილს იდაყვებით იმუშაოს...

გრიგოლ ვაშაძის რეკომენდაცია: კინწისკვრით გააგდეთ მოძრაობიდან ადამიანი, ვისაც შეამჩნევთ სურვილს იდაყვებით იმუშაოს თანამდებობის დაკავებისთვის პარტიაში, ან შემდეგ ხელისუფლებაში

Published on

ყრილობის გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იქნება მანამ , სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნებისა და პარტიის საქმიანობის ადგილზე გაძღოლის შესაძლებლობა.
 რაც შეეხება პოლისაბჭოს ახალ შემადგენლობას და მის ხელმძღვანელ ბირთვს : ყრილობის გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება, მისი მოადგილეები – ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.
ყრილობაზე არჩეული პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა არის მკაფიო პასუხი  პარტიის რიგით მხარდამჭერებში არსებულ განწყობებზე, სახელდობრ, შიშზე, შეძლებს თუ არა ,, ნაციონალური მოძრაობა'' დაძლიოს საქართველოს პოლიტიკურ ( არა მხოლოდ) ცხოვრებაში ფესვგადგმული სენი – სკამებისათვის ბრძოლა  შიდაპარტიულ  სტრუქტურებში  სხვადასხვა დონეზე ახლად არჩეულ პოლიტსაბჭოში  –  შევიდნენ  ადამიანები, რომელთაც გაუძლეს ყველა გამოცდას,რაც პირველ რიგში  პარტიის შიგნით ბოლ დოს განვითარებულ პროცესებსაც გულისხმობს.
ახლა ჯერი ადგილობრივ ორგანიზაციებზეა.
"მინდა გთხოვოთ დელეგატებს! კინწისკვრით გააგდეთ მოძრაობიდან ის ადამიანი, ვისაც შეამჩნევთ სურვილს იდაყვებით იმუშაოს თანამდებობის დაკავებისთვის პარტიაში, ან შემდეგ ხელისუფლებაში. განგრენა უნდა მოიკვეთოს დასაწყისში"- ამ სიტყვებით მიმართა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე "ენმ"-ს დელეგატებს საგარეო საქემთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...