მთავარისიახლეებისაზოგადოებააშანტაჟებენ თუ არა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს?

აშანტაჟებენ თუ არა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს?

Published on

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი ,,რუსთავი 2'' – თვის მიცემულ ინტერვიუში მასზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს.  დღეს მან გააკეთა განცხადება, რომ  გარკვეული ძალები მისგან გადადგომას ითხოვენ და ეს იმ   პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, რომლის   ინიციატორები პირადად პრემიერმინისტრი,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და   პარლამენტის დეპუტატები  არიან. 

დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის, მათ შორის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილისათვის, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 

სენაკში ნაციონალური მოძრაობის   წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ საკრებულოში არსებულ შიდაპარტიულ  დაპირისპირებაზე ისაუბრეს, ნაცვლად იმისა, რომ სენაკის პრობლემებს მიხედონ, ისინი კლანური ინტერესებით არიან დაკავებულნი. – ითქვა პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჯიშკარიანმა  ერთი კვირის წინათ კატეგორიულად უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მისგან თანამდებობის დატოვებას ითხოვს. ,,ტყულია, რომ ვინმე პრემიერ მინისტრის სახელით მაშანტაჟებს – აცხადებდა იგი სააგენტო "აიპრესისათვის'' მიცემულ ინტერვიუში, თუმცა, როგორც ირკვევა, დღეს ასევე კატეგორიულად ადასტურებს მასზე ზეწოლის მცდელობას. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...