მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა...

ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება – ირაკლი ჩიქოვანი

Published on

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. 

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...