მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლინიკებში საკარანტინო პერიოდი 14 დღის ნაცვლად 20 დღემდე განისაზღვრა

კლინიკებში საკარანტინო პერიოდი 14 დღის ნაცვლად 20 დღემდე განისაზღვრა

Published on

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს იმ ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის გაწერაც განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დღეს იგეგმებოდა.

როგორც დღეს მარინა ეზუგბაიამ განმარტა, საინკუბაციო პერიოდი გაიზარდა და გახდა 20 დღე, 14 დღის ნაცვლად, ამიტომ აღნიშნული პაციენტი კვლავ რჩება საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამ პერიოდის ფარგლებში მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. 

“განმეორებით მიღებული ტესტის შედეგები კიდევ მოწმდება. ამ ეტაპზე პაციენტი არ დატოვებს კლინიკას იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საკარანტინო ვადა ჯერ არ გასულა. ეს პერიოდი გაიზარდა, თუ ადრე 14 დღეზე ვსაუბრობდით, დაავადების პროგრესირების ყველა მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო ვადა ამჯერად 20 დღემდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე პაციენტი ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს და როდესაც საბოლოო პასუხი გვექნება, ბინაზე მაშინ გავწერთ,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...