მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან, შენისთანები...

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან, შენისთანები კი – ნამდვილად ას წელიწადში ერთხელ იბადებიან

Published on

,,მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან, შენისთანები კი – ნამდვილად ას წელიწადში ერთხელ იბადებიან'' – ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქგვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავის ხატია ბუნიათიშვილის წერილს, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიაში.
 
,ხატია ბუნიათიშვილი ამ წერილში მიხეილ სააკაშვილს განიხილავს როგორც თანამედროვეობის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას , რომელსაც ძალუძს უდიდესი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული აზროვნების განვითარებასა და  განახლებაში.
 
,,კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. მიშა გენიოსია. დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია.'' – . წერს ხატია ბუნიათიშვილი  
 

ხატია ბუნიათიშვილის წერილს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებისა და, უპირატესად, პოლიტიკოსების ერთ  ნაწილს გულზე ცუდად მოხვდა დიდი პიანისტის შეფასებები, რომელიც ეხება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილს,  ისე დემოკრატიის ხარისხს საქართველოში და   ნიჭიერებით გამორჩეული, მაღალი იდეალებისთვის მებრძოლი ადამიანების დევნას, რაც სამწუხარო ტრადიციად იქცა ქვეყანაში. 
 
ხატია ბუნიათიშვილს ხალხი სიყვარულით ,,მზეს'' ეძახის, მას ბოღმა არ ახრჩობს, შინაგანად თავისუფალი ადამიანია და არ უჭირს ღირსეულის აღიარება.   – ეს ჩვენში იშვიათი ნიჭია,  სხვაგანაც.  
 
სწორედ ამას გულისხმობდა, ალბათ,  ნიცშე :  ,,დიდები გადასძახებენ  პაროლებს ცარიელ საუკუნეებს, ამ დიდების გამოძახილია ერთი მეორესთან გასაუბრება, ამგვრად მოძრაობს იდეათა მარადი გარსი, რომელსაც საუკუნეს ეძახიან.'' (ამ სიტყვებს  ხშირად იმეორებდა პროლეტკულტელებისგან ცოცხლად შეჭმული კონსტანტინე გამსახურდია). მაგრამ რას ფიქრობს ნეტავ ამაზე ნიცშეს მთავარი ,,ექსპერტი'' დღევანდელ საქართველოში, რომლის ხელში ჯერჯერობით მხოლოდ ხეები მოძრაობენ. ისიც იძულებით. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...