მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა

Published on

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა. საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში დღეს იხსნება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრას, რომელიც "ელ პარდოს" სასახლეში გაიმართა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება.სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და წარმატებები უსურვა.
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...