მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტია ,,ევროპული საქართველო'' , როგორც სათადარიგო პლატფორმა, თუ ,,ნაციონალურ მოძრაობას'' ხელში...

პარტია ,,ევროპული საქართველო” , როგორც სათადარიგო პლატფორმა, თუ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხელში ვერ ჩაიგდებდნენ

Published on

,,მე არ ვიცოდი, რომ  არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე "პარტია ევროპული" საქართველო შეიქმნა  არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირებინეს ს პარტია, რომლის სახელზე  გადააფორმეს ,,ნაციონალური მოძრაობის'' ფულის ნახევარი, თუ ნახევარზე მეტი.''  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი–მა რუსთავი 2 – თან ინტერვიუში მისი თქმით, ფაქტობრივად ეს იყო პარალელური, სათადარიგო  პლატფორმა იმ შემთხვევისათვის,  თუ პარტიას ხელსი ვერ ჩაიგდებდნენ.  
 
,,თავიდანვე მთელი იდეა დაფუძნებული იყო მინიმუმ, არაგულწრფელობაზე – პარალელურ რელსზე მეორე მატარებელი დააყენეს.გამზადებული პლატფორმა იყო, რომ, თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა,  ეს მგზავრები სხვა მატარებელში გადამჯდარიყვნენ და გზა გაეგრძელებინათ.  500 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას. ერთმა ამომრჩეველმა მაინც კი იცოდა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ხმას აძლევდა ასეთ პარტიას დასახელებით ,,ევროპული საქართველო?“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სააკაშვილის თქმით, ამომრჩეველსაც და მასაც  არაკეთილსინდისიერად მოექცნენ. 
"ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს, ხალხი, ვინც რბილად რომ ვთქვათ, ამომრჩეველს არაკეთილსინდისიერად მიუდგა, ამომრჩეველს ისევ შეხვდება,  ხალხს ეს არ დაავიწყდება, რბილად რომ ვთქვათ, ის გადააგდეს,"- აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...