მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელოს" სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში ანაკლიაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა

“ლელოს” სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში ანაკლიაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა [Video]

Published on

“ლელოს” სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში ანაკლიაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის   ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, პასუხისმგებლობა ამ საკითხზე ხელისუფლებას ეკისრება. დაუსრულებელი სამუშაოები პორტის ტერიტორიაზე იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი უკვე ვეღარ შედის ტერიტორიაზე და ვერ შეასრულებს მეორე ეტაპის სამუშაოებს, რა დროსაც ზღვიდან ამოღებული ქვიშის კონსერვაცია უნდა მომხდარიყო. ღიად დატოვებული ქვიშის მასა ქარიან ამინდში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს ანადგურებს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სიცოცხლისთვის საშიშია და ონკოდაავადებებს იწვევს.

ბრიფინგზე იმყოფებოდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენელი  სოფო შამუგია, რომელმაც მდიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა გრუნტის გასამყარებლად დაიყარა, სადაც შემდგომ ნარგავები დაირგვებოდა, თუმცა, მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეყვეტამ სავალალო შედეგი გამოიღო.

მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” 2016 წლის 3 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...