ანაკლიაში ქვიშის ქარი მძვინვარებს, საკურორტო ზონა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს, რაგდან, როგორც მოსახლეობა ამბობს, ქარიან ამინდში ტერიტორიაზე ქვიშის ქარი დგება, რის გამოც იქ ცხოვრება გაუსაძლისია, მიზეზი კი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობისას ზღვის ფსკერიდან ქვიშის ამოღებაა, რის შემდეგაც ადგილზე სამუშაოები შეჩერდა, ნარჩენ ქვიშის მტვერთან გამკლავება კი ყოველ ქარიან ამინდში მოსახლეობას საკუთარი ძალით უწევს.ადგილობრივების თქმით თუ პრობლემა არ გამოსწორდა, ისინი ერთადერთ შემოსავლის წყაროს დაკარგავენ, რადგან მსგავს პირობებში ტურისტები ანაკლიაში არ ჩავლენ.ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და ამ ქვიშით 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს. სახელმწიფოს მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული.
ანაკლიაში ქვიშის ქარი მძვინვარებს [Video]
- Tags
- video
სიახლეები
მსოფლიო
„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება
რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...
საზოგადოება
დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე
,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...
მსოფლიო
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...
მსოფლიო
აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...