მთავარისიახლეებისამართალიქრთამის აღების ფაქტზე თბილისში პროკურორი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში პროკურორი დააკავეს

Published on

გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს  საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებოდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრი პროკურორის მოთხოვნას დათანხმდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 000 ლარი გამოართვა. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სიახლეები

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...