მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული...

ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა

Published on

   სახელწოდება უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას შეეცვალა – ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა. გარდა ამისა, როგორც ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ფრაქციის შემადგენლობას ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატნენ. მისი თქმით, “ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მკაცრად პარლამენტის რეგლამენტის დაცვით“. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ფორმალურად ფრაქციის შემადგენლობაში რჩებიან ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი აბესაძე და თენგზიც გუნავა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით, როგორც ამ პარტიის წევრები შევიდნენ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. პარლამენტის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
 

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...