მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციურმა დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების...

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიციურმა დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობა გააპროტესტეს [Video]

Published on

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანი წითლიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობა გააპროტესტა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნაზე საუბარი არა მე-17 საკითხად, არამედ თავში უნდა ყოფილიყო და ზოგადად, ამ თემაზე დეპუტატის თქმით, სხდომა მეორე დღესვე უნდა გამართულიყო. გარდა ამისა, ანი წითლიძემ გააპროტესტა შპს აგროსერვისის ფინანსური ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარის გამოყოფა. ეს კომპანია აუდიტის დასკვნაშიც ფიგურირებს, როგორც დუბლირებული კომპანია, რომელიც ფაქტიურად არ ასრულებს არანაირ სამუშაოებს და როგორც დეპუტატი აცხადებს, ხარჯების 90% ხელფასებზე გაიცემა. ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოყვა,ანი წითლიძემ დღევანდელ სხდომას „მონების შეკრება“ უწოდა, დეპუტატებს კი  „ნოტარიუსები“

ასევე, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დატოვა საკრებულოს სხდომა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ. მან დღის წესრიგის შეცვლა და აუდიტის ანგარიშის განხილვის გადმოტანა მოითხოვა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბათლომე შელიას მიერ გიგი უგულავას ხსენებამ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. შელიამ უმრავლესობას ქურდების გადაწყვეტილებებზე მოსიარულე ხელისუფლება უწოდა.ხმაური და დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ოპოზიციური პარტიების მიერ სხდომის დატოვებას მათი ჩვეული დღის წესრიგი უწოდა და განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნაში  ფაქტის ინტერპრეტაცია არასწორადა არის მოყვანილი, რისი გაგებაც არ უნდა ოპოზიციას.

სახელმწიფო უდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვანისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებებზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...