მთავარისიახლეებისამართალისანამ მთავრობა წვრილ მოხელეთა ეპიზოდური დაკავებებით კეკლუცობს, კორუფცია ძლიერდება

სანამ მთავრობა წვრილ მოხელეთა ეპიზოდური დაკავებებით კეკლუცობს, კორუფცია ძლიერდება

Published on

,, არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან.” – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრიმა მაია ცქიტიშვილმა   პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ . ასე გამოეხმაურა იგი ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას ქრთამის აღების ფაქტზე.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში კორუფციის პრევენციაა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრი ემთხვევა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების აზრს, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაცრი და სწორი რეაგირება. ბორჯომის მერის გარდა დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარეც. ეს არის დასტური იმისა, რომ არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი თანამდებობა თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის დაცვა იმ სამართალდარღვევებისგან, არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. ეს არის ჩვენი გუნდის დამოკიდებულება და სწორედ ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოხდა ამ ორი ადამიანის დაკავება, როგორც საჯარო მოხელეების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების დაკავება, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ სამართალდარღვევაში. ბუნებრივია, ყველა მსგავს შემთხვევაზე არის რეაგირება. სამწუხაროდ, უკვე გვქონდა ასეთი დაკავების პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში არის კორუფციის პრევენცია მაგრამ შემდგომში რეაგირება იმ ფაქტებზე, თუ ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შგახსენებთ, 28 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს. საქმე მიწების საკითხს ეხება.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.


სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...