მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ყოფილი წევრები ფრაქციის სხდომისთვის ემზადებიან

ენმ-ის ყოფილი წევრები ფრაქციის სხდომისთვის ემზადებიან

Published on

ენმ-ის ყოფილი წევრები ფრაქციის სხდომისთვის ემზადებიან. 
 
სერგი კაპანაძის განცხადებით, სხდომაზე გაიმართება მსჯელობა საპარლამენტო გადაჯგუფების შესახებ.  სავარაუდოდ,  ენმ-დან წასული პოლიტიკური ჯგუფი სახელს შეუცვლის დღეს არსებულ ფრაქციას , მის ბაზაზე  შექმნის ორ ფრაქციას  შეიძლება სამსაც, და დაამტკიცებს ფრაქციის ხელმძღვანელ პირებს 
 
„ეს იქნება უმცირესობის შეხვედრა იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გუშინდელს მერე არსებობს. ანუ ნაციონალური მოძრაობის გაყოფის მერე. ჩვენ მივიღებთ დღეს გადაწყვეტილებას, რომ ამასთან თანხვედრაში მოვიყვანოთ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა. –   ამბობს კაპანაძე
 
დღესვე, უმცირესობის სხდომაზე ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე იმსჯელებენ. კაპანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ფრაქცია იცვლის სახელს და ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება, ნიკა მელია აღარ იქნება ფრაქციის თავმჯდომარე.
რაც შეეხება ფრაქციის სახელს,  ამ ეტაპზე იმის გამო, რომ კოალიციის ფარგლებში არსებობდა პოლიტიკური პარტია ,,,ევროპული საქართველო''  , ერთ ფრაქციას დაერქმევა ,,ევროპული საქართველო'', ხოლო  მეორე ფრაქციას  – ,,საქართველოს წინსვლისთვის''.
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...