მთავარისიახლეებისამართალი20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

Published on

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

გასულ სხდომაზე კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები სავარაუდოდ, ბრალსაც აღიარებენ, ვინაიდან ეს საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს და მტკიცებულებებსაც სადაოდ ხდის. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...