მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანმა ჟურნალისტი გურამ როგავა სხვა ექვს პირთან ერთად პერსონა ,,ნონ–გრატად''...

აზერბაიჯანმა ჟურნალისტი გურამ როგავა სხვა ექვს პირთან ერთად პერსონა ,,ნონ–გრატად” გამოაცხადა

Published on

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საქართველოს 7 მოქალაქე პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადა.  მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ – ინფორმაციას ამის შესახებ kvira.ge ავრცელებს 
 
ეს პირები სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ. სიაში შევიდნენ ჟურნალისტი გურამ როგავა, ადგურ ძიძარია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, “ლიტერატურული პალიტრას” რედაქტორი ბესო ხვედელიძე, ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის” ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი, ასევე მეცნიერი იური ძიცოითი და რადიო “ეხო კავკაზას” ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა.
 
,,კვირას'' ჟურნალისტი  გურამ როგავას დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში გასულ წელს სიტუაციის გამწვავების დროს ტელეკომპანია „იმედის“ დავალებით იმყოფებოდა და იქიდან სიუჟეტები მოამზადა. როგავა ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის „ძალიან საწყენია, ვინაიდან აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ძალიან უყვარდა და იქ ხშირად ჩადიოდა“.
 
აზერბაიჯანში მოქმედი წესით, მთიან ყარაბაღში გამგზავრების შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად უნდა აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პირების მიმართაც ანალოგიური ქმედებები განხორციელდება.
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...