მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ”ნაციონალური...

პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ”ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ლანძღვა- გინებას. – ნიკა მელია

Published on

”წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ”ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ლანძღვა- გინებას. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს ”ნაციონალურ მოძრობაზე”. ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ დარჩენილები პატივს სცემენ წასულების აზრს, მთავარია, რომ  ”ჩავარდა ივანიშვილის გეგმა”, ”ნაციონალური მოძრაობა” დასუსტებულიყო და დაშლილიყო.ნიკა მელია ასევე   გიგი უგულავას განცხადებებს გამოეხმაურა და მას სამწუხარო უწოდა.”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო. ”ნაციონალური მოძრაობა” არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს, ვინაიდან ბევრი რამ ხელისგულზე დევს”, – აღნიშნა მელიამ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...