მთავარისიახლეებისაზოგადოებამეწარმე ქალი ჯგალიდან, რომელმაც ბავშვობის ჰობი რეალობად აქცია და სამკერვალო საწარმო გახსნა...

მეწარმე ქალი ჯგალიდან, რომელმაც ბავშვობის ჰობი რეალობად აქცია და სამკერვალო საწარმო გახსნა [Video]

Published on

ეს სამკერვალო ნონა კვარაცხელიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში 2013 წელს გახსნა. ის 35 წელი ბუღალტრად მუშაობდა, როცა უმუშევარი დარჩა და ახალი საქმის დაწყებაზე დაიწყო ფიქრი. საბოლოოდ დაასკვნა, რომ ბავშობის საყვარელი საქმე, კერვა უნდა დაეწყო:

„მამიდაჩემი რომ წავიდოდა სხვაგან, მე მივუჯდებოდი და შემეძლო მთელი დღის განმავლობაში გამომეჭრა და  მეკერა ბავშვის, დიდის ზედები, იუბკები, თოჯინებისთვის კაბები და იქედან გამოყოლილმა სიყვარულმა გამაკეთებინა ეს, რომ სისრულეში მომეყვანა, სიბერეში დამეწყო კერვა.“

ნონას სახლში ერთი საკერავი მანქანა ჰქონდა. საქმის დასაწყებად კი დამატებითი რესურსი და კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებოდა, რაშიც ორგანიზაცია იუესეიდის პროექტი დაეხმარა.

„მთელი სამი თვის განმავლობაში ვიარე კურსებზე, გავხდი კურსდამთავრებული და სერთიფიცირებული და ამის შემდეგ საგრანტოზე მოვხვდი და მივიღე გრანტი საკერავი მანქანის სახით“- ამბობს მეწარმე ქალი.

ერთი წელი მარტო იმუშავა, ძირითადად თეთრეულს კერავდა, აბარებდა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც მომხმარებლების რაოდენობა გაუზარდა. აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში სამკერვალოს გაფართოება შეძლო, საკერავ მანქანასთან ერთად სავარძელი და სარკეც შეიძინა, შემდეგ ფერმერთა ასოციაციის პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, ტყავის საკერავი მანქანა შეიძინა და ორი ადგილობრივი ქალიც დაასაქმა.

“ჩვენი მოსაზღვრე სოფლებია მედანი, მუხური, მაზანდარა, არსად არ არის სამკერვალო, არის აქ და მოდის ყველა. ახლა ცეკვის ტანსაცმლის შეკერვას ვიწყებთ, კიდევ მაქვს სურვილი, რომ ფეხსაცმლის  შეკეთების  სახელოსნო გაცხსნა, რამე კვების ობიექტი გავხსნა, რომ ვინც სახლში არიან ის ქალები გამოვიყვანო და  ერთად ვიმუშაოთ.”

ნონას კერვა ბავშობიდან უყვარდა, უნდოდა ტანსაცმლის დიზაინერი გამოსულიყო. ის საყვარელ საქმიანობას ოჯახის საქმეებსაც უთავსებს.

“ხო არის ისე, რომ რაღაც საჯახო საქმის გამო ვერ მივდივარ სამკერვალოში, მე იმ დროს ცუდად ვარ. ძალიან მიჭირდა ოჯახიდან გამოსვლა, მეუღლე დამეხმარა, ის ხედავდა, რომ ვერ ვასწრებდი და ვნერვიულობდი, ნონა შენ წადი და მე დაგეხმარებიო, მეტყოდა და მეც მოვფრინავდი.”

უნდა პატარა სამკერვალო უფრო და უფრო გააფართოვოს და წარომების ხარისხიც გაზარდოს.

“ლოგოზე ვმუშაობ ახლა, რომ შევქმნა ჩემი ლოგო, ბრენდირება გავაკეთო და ჩემი პროდუქცია, რაზეც ვმუშაობ, გავიტანო ევროპაში…ხარისხიანს და კარგს რომ გააკეთებ, შესაძლებელია, რა თქმა უნდა… მაღალია ფასი, სტაბილური ბაზარია და ჩემი შესაძლებლობების გამოცდაც მინდა. “

ნონა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ თავისი საქმის გაფართოებით ქალებს გაძლიერებაში დაეხმარება. სამომავლოდ სოციალური საწარმოს გაფართოებას და სხვა სერვისების დამატებას გეგმავს.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...