მთავარისიახლეებისაზოგადოებანემო ჯალაღონია - ხის ოსტატი ზუგდიდიდან

ნემო ჯალაღონია – ხის ოსტატი ზუგდიდიდან [Video]

Published on

24 წლის ზუგდიდელი ნემო ჯალაღონია ამ სახელოსნოში ყოველდღე რამდენიმე საათს ატარებს. მუშაობს მხოლოდ ნატურალურ ხეზე. ძირითადად ლოგოებს ამზადებს.

პირველი ხელთნაკეთი ნივთი მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომელიც 13-წლის ასაკში შექმნა. მამა პროფესიით ინჟინერია და ეს საქმეც მისგან ისწავლა.

20-წლისამ გადაწყვიტა ოჯახურ ბიზნესში ჩართულიყო და ხეზე დამოუკიდებლად ემუშავა.გარდა იმისა,რომ ეს მისი ჰობია შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც აქცია. ამზადებს სხვადასხვა აქსესუარებსა და სამკაულებს.

საჭირო დანადგარების  შეძენა  „აწარმოე საქართველოსა“ და იუსეიდის პროექტის ფარგლებში შეძლო და ამით სამუშაო პროცესი გაიმარტივა. საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში ტექნო-პარკის სამუშაო სივრცე ეხმარება.

პროდუქციას ძირითადად შეკვეთებით ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ამბობს,რომ მისი ნამუშევრები განსხვავებული და ორიგინალური უნდა იყოს, რადგან გემოვნებიანი მომხმარებელი დააკმაყოფილოს.

ხელოვნებას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...