ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში შუახნის მამაკაცმა ზ.კ.-მ თავი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბოლო დროს მამაკაცი გულჩათხრობილი და დეპრესიული გახდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.