„კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია მან, რომ დელეგატების დამტკიცების სიას მაჟორიტარმა კანდიდატებმა და პარტიის რაიონული ორგანკიზაციის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი, ვინაიდან ლაშა დამენიამ არ მოაწერა ამ სიას ხელი, ამიტომაც პარტიულმა აქტივმა გადაწყვიტა კონფერენციის ჩატარება და ამ წესით დელეგატების არჩევა“- განაცხადა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ, მას შემდეგ რაც ზუგდიდში პარტიის ყრილობისთვის დელეგატები შეირჩა. დღევანდელ კონფერენციას ზუგდიდში პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებოდნენ, ამ შეკრებას წითლიძის ინფორმაციით, პარტიულმა აქტივმა უნდობლობა გამოუცხადა პარტიის რეგიონულ კოორდინატორს თენგიზ გუნავას და თავმჯდომარე ლაშა დამენიას, რის გამოც ისინი კონფერენციას არ ესწრებოდნენ. "სანამ თქვენი ნებით წახვიდოდით ბატონებო (დამენია-გუნავა) ჩვენგან უკვე წასულიხართ. უთქვენოდ დამტკიცდა დელეგატების სია. თქვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინანდელ შეკრებაზე გამოგიცხადათ უნდობლობა ამ აქტივმა ზუგდიდში."- აცხადებს ანა წითლიძე