მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი კორონავირუსზე: უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები

სააკაშვილი კორონავირუსზე: უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხალხი არ ენდობა არსებულ სისტემას და აქედან გაჩნდა პანიკა. 

„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს. ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე. მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით!

ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...