ესტონეთსა და დანიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა. ესტონეთში ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანიას, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვირუსი იტალიის ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ პირს აღენიშნა.