მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ტარდება მინისტერიალი სტრასბურგში და არა თბილისში? - საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს...

რატომ ტარდება მინისტერიალი სტრასბურგში და არა თბილისში? – საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს დაემორჩილა და ვერ გაბედა ქვეყანა ჩაეკეტა ოკუპანტებისათვის

Published on

,, ჯერ არ ვიცი, რა რეაგირება ექნება მოსკოვს – ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეკითხვას, ცნობილია, თუ არა მოსკოვის რეაქცია იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გადაიტანეს, რისი ერთერთი მიზეზიც სწორედ რუსული დელეგაცია იყო.

ოპოზიციაში მინისტერიალის გადატანას სტრასბურგში ცალსახად უარყოფითად აფასებენ.

,,ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარება არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია,  ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს დაემორჩილა. -აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ შემოეშვათ დელეგაციის ის წევრები, ვისაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია. ფაქტობრივად, მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს. რუსეთმა შეძლო ამ დიდი ფორუმის ჩაშლა. სტრასბურგში ამ შეხვედრის გადატანა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, კანონდამრღვევის ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას რომელიღაც სხდომის ჩატარებისას. ეს იყო ტექნიკური საკითხი. ლავროვმა დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ის სამხედრო დამნაშავეა. ლავროვი, პუტინი და მედვედევი 2008 წლის ომის არქიტექტორები არიან და მათი ადგილი საქართველოში არ არის. დანარჩენი, დელეგაციის სხვა წევრი, ვისაც კანონი არ აქვს დარღვეული, შესაძლებელია, რომ ჩამოსულიყო. რუსეთი ბლოკავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა აი, უფრო პატარა ზომის ფორუმიც კი დაბლოკა. ეს არის რუსეთის გამარჯვება საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში ეს ფორუმი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან საქართველო მასპინძელი ქვეყანაა.

თუ ლავროვი მოისურვებდა აქ ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა მის არშემოშვებას. საქართველოს პრეზიდენტმაც დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო დაარღვევს კანონს და შემოუშვებს ლავროვს. ვინ მისცა მას უფლება, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს?!“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...