მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად'' - ლევან გაჩეჩილაძის კომენტარები შვილის...

,,ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად” – ლევან გაჩეჩილაძის კომენტარები შვილის მოტივაციაზე

Published on

„„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად,“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიაზე თავდასხმისათვის დაკავებული რატი გაჩეჩილაძის მამამ  ლევან გაჩეჩილაძემ.
 
,,რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა,“ – განაცხადა ლევან გაჩეჩიაძემ.  მან დაადასტურა, რომ ეს თავადასხმა უკავშირდებოდა ნიკა გვარამიას საქმიანობას  რუსთავი 2-ში.  
 
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მან ახლახან დატოვა  თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველო, სადაც დაკითხვაზე იმყოფება. შენობაში შესვლამდე ნიკა გვარამიამ  მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის თაობაზე კომენტარი გააკეთა. "არავითარ ბოდიშს არ მივიღებ, კანონის ფარგლებში დავასჯევინებ ამ ადამიანებს. ჩავყვები ბოლომდე. სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ვაკე აქცია ბრონქსად," – აცხადებს ნიკა გვარამია. 
 
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი მეგობრები და თვითმხილველები – დათო დოიაშვილი, მანანა დოიაშვილი და მარინა ბერიძე შევიდნენ, რომლებიც თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ.. 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...