მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის 18 ნომერში ასწლოვანი თუთა და კავკასიური რცხილა მოჭრეს (FOTO)

თაბუკაშვილის 18 ნომერში ასწლოვანი თუთა და კავკასიური რცხილა მოჭრეს (FOTO)

Published on

ზუგდიდში, თაბუკაშვილი 18 ნომერში 2 ასწლოვანი ხე მოჭრეს. თუთას და რცხილას ახლა შეშად ის ოჯახი მოიხმარს, ვისი ეზოს წინაც იყო დარგული ეს ხეები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეები საშიში იყო და მათი მოჭრა აუცილებელი.

“ძალიან საშიში იყო, ქარის დროს განსაკუთრებთ, ბავშვებს რომ დაცემოდა, მაშინ რას იტყოდით?..გვიკეთებენ გზას, განათებას და გვიხარია, რაა აქ გადასაღები?”- გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ხეეების მოჭრის შესახებ მერიაში აცხადებენ, რომ გამხმარი იყო, საფრთხის შემცვლელი და ექვემდებარებოდა მოჭრას. “ამასთანავე, თაბუკაშვილის N18 – ში, სანიაღვრე არხისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფერხებდა. აღნიშნული ხეების მოჭრის გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული, სპეციალური, ხეების მოჭრის კომისიაზე იქნა მიღებული. “- უთხრეს “ოდიშინიუსს” მერიაში

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...