მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუტორად რჩება - გენერალი უოლტერსი

საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუტორად რჩება – გენერალი უოლტერსი

Published on

„კრემლში მიაჩნიათ, რომ ქრონიკული დესტაბილიზაცია ამ რეგიონში ჰეგემონიისთვის უმთავრესია”.

“რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე მისი რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით; ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის შეცვლის მცდელობით,  საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ადამიანებისა  და საქონლის ტრანზიტში ჩარევის კუთხით  და  ართულებს  საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფებებს”.

“სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობენ, საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუტორად რჩება. საქართველო ავღანეთში “NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის” ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრი ქვეყანაა. საქართველოდან ავღანეთში აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად 870 ჯარისკაცის გაგზავნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე ძალას წარმოაჩენს. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი ქართველ სამხედროებს დახმარებას უწევს ამ მისიისთვის მომზადებაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის” ფარგლებში  ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით”- ნათქვამია გენერალ ტოდ უოლტერსის მიმართვაში.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...