მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხელ საქართველოს რიგ რაიონებში ძლიერი წვიმა მოვიდა

წუხელ საქართველოს რიგ რაიონებში ძლიერი წვიმა მოვიდა

Published on

წუხელ მოსულმა წვიმამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რამდენიმე უბანზე მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი ჩამოიტანა და თუშეთის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა  კვლავ საავტომობილო გზების  დეპარტამენტში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ რამდენ დღეში შეძლებენ გზის გახსნას. 

ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყვეტილიარაჭის რამდენიმე სოფელიც , განსაკუთრებით  მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში. წვიმამ მთლიანად დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა. 

 სტიქიამ  ონში სახურავები გადახადა  რამდენიმე სახლს და  ადმინისტრაციულ შენობას. მოთხრილია მრავალწლიანი ნარგავები. დიდი ხე დაეცა ბაგა ბაღს . ასევე გაწყდა  ელექტროსადენები და  სოფლებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად  ამ დროისათვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია. 

ზარალის რაოდენობა დგინდება, მუშაობს შესაბამისი კომისია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...