მთავარისიახლეებისაზოგადოებამიურატებს სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონება სურთ

მიურატებს სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონება სურთ

Published on

სოფელ ჭკადუაშში დადიანების მემკვიდრე მიურატებს მიწის დაკანონება სურთ. საუბარია რამდენიმე ჰექტარ მისის ფართობზე, რომლის ნაწილიც, “შატო მუხრანის” მენეჯერის სვეტა ქირიას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილის მესაკუთრედ კი არავინაა დარეგისტრირებული. როგორც ალან და ვერონიკა მიურატები ამბობენ, ამ ადგილის ტურისტულად მოწყობა სურთ, ამისთვის კი სჭირდებათ, რომ მიწა, რომელიც მათივე თქმით, მათი მემკვიდრეობაა, ოფიციალურად ეკუთვნოდეთ. მიურატების თქმისთ, ამის შესახებ არაერთხელ აცნობეს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს პრეზიდენტსაც ესაუბრნენ, თუმცა მიწის გადმოცემის პროცესი ჭიანურდება. “ეს სასახლე სამეგრელოს ისტორიაა. სოფელში ძალიან ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს აქაურობა. გვინდა გავარემონტოთ აქაურობა, გავაშენოთ ვენახი… აქედან ყველაზე ლამაზი პეიზაჟებია აფხაზეთის, სვანეთის…”,-ამბობს პრონცესა ვერონიკამ. მიურატები ჭკადუაშში,სადაც მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული სახლი დგას, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობენ. მათივე თქმით, ახლა ადგილზე ყველაფერი, რაც სტუმრებს ხვდება, სწორედ მიურატების მონდომებითა და ფინანსებით გაკეთდა.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...