მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გაერთიანებულ ოპოზიციას გამოკითხულთა 55 პროცენტი მისცემდა...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გაერთიანებულ ოპოზიციას გამოკითხულთა 55 პროცენტი მისცემდა ხმას – IPSOS-ს კვლევის შედეგები

Published on

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 39 პროცენტი ,,ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, გაერთიანებულ ოპოზიციას კი 55 პროცენტი ( აქედან 29 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას)- ასეთია ფრანგული კვლევითმა ორგანიზაციის IPSOS-ს მიერ “მთავარი არხის” დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები იმ ნაწილში, რომელიც ეხება კითხვას ,,ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ”

ორგანიზაციამ საქართველოს მასშტანით, პირისპირ გამოკითხა 1500 ადამიანი, საველე სამუშაოები ჩატარებულია – 27 იანვარი-5 თებერვალი შუალედში.

მედიაში უკვე გამოჩნდა პურველი გამოხმაურებები კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ესოდენ მაღალმა შედეგმა შესაძლოა თვითდამშვიდებისა და პასიურობის სიბრტყეზე გადაიტანოს ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების შემდგომი მოქმედება.

შოკირებული ვარ ოპოზიციის მომხრეთა იმ ჯგუფით, ვინც თვლის, რომ ოცნების რეიტინგი ოპოზიციის კარგი მიღწევა და მაღალი შედეგია. – აცხადებს იგი – ესე იგი გონიათ, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია, ოცნება სახლში წავიდა და შეგვიძლია ხელჩამოშვებულებს დაველოდოთ არჩევნებს და გამარჯვების გაფორმება და ოცნების გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.

თუ რამემ დამშოკა ამ კვლევაში, ოპოზიციის ძალიან მაღალმა რეზულტატმა (ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია 29% და სრული პროდასავლური სპექტრის გაერთიანებისას – 55%) და ოპომხარდამჭერების ასეთმა არაადეკვატურობამ და რეალობასთან შეუსაბამობამ.

ზუსტად ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება (ზოგი მგონი არჩევნებზეც არ მივა, იმდენად ჯერა, რომ ყველაფერი უკვე მორჩა) აგებს არჩევნებს, და არა ხელისუფლების “მუშაობა”. წინ ხანგრძლივი და უმძიმესი ბრძოლაა. არაფერი არ დამთავრებულა ჯერ.” – წერს ნიკა გვარამია თავის ფეისბუქ გვერდზე.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...