მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია გვირჩევს დაველოდოთ გაზაფხულს, წულუკიანი მარჩიელობს, აყვავდება თუ არა ია, სამთავრობო ცვლილებებს...

გახარია გვირჩევს დაველოდოთ გაზაფხულს, წულუკიანი მარჩიელობს, აყვავდება თუ არა ია, სამთავრობო ცვლილებებს არც კალაძე მოელის

Published on

„ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს.

„დაელოდეთ გაზაფხულს“, – ამ მოკლე კომენტარით უპასუხა 23 თებერვალს გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, განხორციელდება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში.

„არ ვიცი, რა კონტექსტში იყო ნათქვამი“, – აღნიშნა, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების პასუხად ჟურნალისტებთან კომენტარში თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში ამ ეტაპზე არ მსჯელობენ:

„ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში. არ ყოფილა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით… ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია , რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

მედიაში ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...