მთავარისიახლეებისამართალიარჩილ თალაკვაძის ბინასთან, სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

არჩილ თალაკვაძის ბინასთან, სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

სამინისტროს პირველადი ინფორმაციის თანახმად, იარაღი იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა და პოლიციას აცნობა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებას მოჰყვა სამართალდამცავების მყისიერი რეაგირება.

გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ტარდება ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები და პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება არ აღინიშნება.

მათივე განმარტებით, რომ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტს, სიმართლეს არ შეესაბამება .”ოჯახში სიმშვიდეა”, – აცხადებენ უწყების პრესცენტრში

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...