სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
ლაპარაკია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.
გიგი უგულავას ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
„ვთვლით, რომ მას არანაირი გაფლანგვა არ ჩაუდენია. შესაბამისად, ვთვლით, რომ მისი ერთი დღის მანძილზეც კი პატიმრობაში ყოფნა, ეს იყო უკანონო და ეს დადასტურდა არა ერთი ეტაპისას. დღეს, ობიექტური მსჯელობა თუ გაიმართება გიგი უგულავა უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს დისკრეციაა,“ – აცხადებს ბექა ბასილაია.