მთავარისიახლეებიტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა

Published on

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ადგილზე დასაქმებულებმა მუშაობაზე პროტესტის ნიშნად  უარი განაცხადეს. 

მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას- მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ.

გარდა ამისა,  გაფიცულები ამბობენ,  რომ ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი, კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.

 “უნდათ ჩვენი გადაყვანა მინდელის შახტაში, რაც ჩვენს სამუშო პირობებს გაართულებს, ახალმა ინვესტორმა ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, ჩვენი მდგომარეობა გააუარესა. სავარაუდოდ, მოხდება ამ შახტის დახურვა და ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. ვაპირებთ,  პროტესტი გავაგრძელოთ, ვიდრე არ დაგვტოვებენ ამ შახტაში,” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....