მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ

ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ

Published on

ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. უ პარტიები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებასთან საბრძოლველად, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ.

ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას პოლიტიკური დევნის პირობებში არ აპირებს. თავის მხრივ, ხელისუფლება ოპონენტებს ულტიმატუმს უწესებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა მოვახდინოთ კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები. ძალიან მალე ყველა მნიშვნელოვან ოლქში გვექნება შეთანხმებები, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდება. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ ისეთი ვარიანტი იქნება, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...